16 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
ლონდონის პოლიცია მეტროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორს ეძებს

ლონდონის პოლიცია მეტროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორს ეძებს. სამართალდამცველები უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს სწავლობენ და ცდილობენ დაადგინონ, ვინ დატოვა ვაგონში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

აფეთქება მეტროს მატარებელში დღეს დილით მოხდა, როდესაც მგზავრებით სავსე მატარებელი "პარსონ გრინის" სადგურზე შედიოდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სუპერმარკეტის ჩანთაში, კონტეინერში იყო მოთავსებული.

ძალოვანების ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. მომხდარის გამო მგზავრები პანიკამ მოიცვა, რასაც ჭყლეტაც მოყვა.

მგზავრების ნაწილი სწორედ ჭყლეტის დროს დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველთა ჯგუფები მუშაობენ. გავრცელდა ცნობა, რომ მეორე ბომბიც იპოვეს. თუმცა პოლიციამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. დაიხურა ახლოს მდებარე სამი სადგური. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები