20 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
რადას დეპუტატები დავით საყვარელიძეს თავდებში უდგებიან

ლვოვის სასამართლო ამ წუთებში დავით საყვარელიძის ადვოკატების და რადას დეპუტატების შუამდგომლობებს განიხილავს. ადვოკატებმა რამდენიმე წუთის წინ მოსამართლეს მოთხოვნა ჩააბარეს, რომ სხდომა რომელიც ორშაბათს არის ჩანიშნული დღეს გადმოიტანონ და დავით საყვარელიძის საქმე განიხილონ. 

დეპუტატები დავით საყვარელიძეს თავდებში უდგებიან და შეეცდებიან დაარწმუნონ სასამართლო, რომ ის გამოძიებაზე გავლენას არ მოახდენს და არც ქვეყნიდან გაქცევას გეგმავს.

ადვოკატების თქმით, გამოძიების მოთხოვნა, რომ დავით საყვარელიძეს აეკრძალოს ლვოვიდან გასვლა, პოლიტიკურია. 

უკრაინული პარლამენტის 7 წევრი ლვოვში დღეს საგანგებოდ მიხელ სააკაშვილის თანაპარტიელის მხარდასაჭერად ჩავიდა.

 

 

დღის ამბები