20 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
გოგა ონიანიას საქმეზე, საქალაქო სასამართლო, საბოლოო გადაწყვეტილებას  22 სექტემბერს გამოაცხადებს 

გოგა ონიანიას საქმეზე, საქალაქო სასამართლომ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება 22 სექტემბრამდე გადადო. მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და დაკითხვაზე სახალხო დამცველი დაიბარა. გოგა ონიანის უფლებადამცველების ინფორმაციით, სწორედ უჩა ნანუაშვილთან მივიდა საქმის მთავარი მოწმე და პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ინფორმაცია მიაწოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორის თქმით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანს, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უკანონო დაკავებას ედავება.

დღის ამბები