20 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
აქცია ხობში - მოსახლეობა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვს

ხობის რაიონის სოფელ ახალი ხიბულას მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას შეეცადა, თუმცა დღესაც მათი პრობლემების მოსასმენად არავინ მივიდა.

ადგილობრივების განმარტებით, ფაროსანას გამო სოფელში მთლიანად განადგურებულია თხილის მოსავალი, სიმინდი და ხილი, რაც ადგილობრივებს ზამთარში საკვების პრობლემას შეუქმნის. ისინი ზარალის დათვლას და დახმარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და შხამ-ქიმიკატების ყიდვა თავად უწევთ. ასევე, აცხადებენ, რომ საკუთარი სახსრებით უნდა დაფარონ შესაწამლი აპარატით მიწის დამუშავება, რაც ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 40 ლარი ღირს, მათ კი ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

დღის ამბები