25 აპრილი 2024,   20:07
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკოლოზ ნარსია, "ქართული ოცნების" კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. ნარსიას განცხადებით, კახაბერ ბოჭორიშვილმა, ამომრჩეველთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს საარჩევნო კანონმდებლობა უხეშად დაარღვია. 

რეაგირებისთვის ოპოზიციის წევრმა დღეს საჩივრით, საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. ნიკოლოზ ნარსიამ დღეს, დარღვევის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა. 

"ქართულ ოცნებაში" ბრალდებას უარყოფენ, საარჩევნო ადმინისტრაცია კი საჩივარს უახლოეს დღეებში განიხილავს. 

დღის ამბები