25 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
35 გახმაურებული საქმე პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუძიებია - TI ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზით ეცდება

35 გახმაურებული საქმე პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუძიებია. მთავარი საგამოძიებო უწყება, არც იმას ამბობს, რა ეტაპზეა ამ საქმეების ძიება. წერილი ირაკლი შოთაძის უწყებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გაუგზავნა, თუმცა უპასუხეს, რომ არაფრის თქმა შეუძლიათ. გახმაურებული საქმეების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას TI უკვე სასამართლოს გზით შეეცდება. 

გახმაურებული გამოუძიებელი საქმეების ჩამონათვალში წამყვანი ადგილს უკანონო თვალთვალისა და ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეები იკავებს, მათ შორისაა „რუსთავი 2-ში" აღმოჩენილი ფარული კამერების საქმე, ნიკა გვარამიას განცხადება, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებდნენ.

დამალული ინფორმაციის და გამოუძიებელი საქმეების გამო, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მკვლევარები ამბობენ, რომ პროკურატურა ყველაზე დახურულ უწყებად ჩამოყალიბდა.

პროკურატურაც და იუსტიციის მინისტრიც ამბობენ, რომ კონკრეტული საქმეების შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები