16 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
"ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირება დმანისში - ადგილობრივი ორგანიზაცია ორად გაიყო

"ქართული ოცნების" წევრები დმანისში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი ორგანიზაცია "ქართული ოცნება" მაჟორიტარების საპარლამენტო ლიდერთან, კახა ოქრიაშვილთან კონფლიქტის გამო ორად გაიყო.

"ქართული ოცნების" ვეტერანმა წევრებმა პარტიის რიგები დატოვეს და ახლა კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიან. დმანისის გამგებელი ამბობს, რომ მათ ნაცვლად კახა ოქრიაშვილმა ახალი სია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებით დააკომპლექტა.

„ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ მათ დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი და მისი ნათესავები კანდიდატურების მოხსნას სთხოვენ და ემუქრებიან.

დმანისის გამგებელი კი ამბობს, რომ კახა ოქრიაშვილის სახელით, "ქართული ოცნების" წევრების ნაწილს მისი ახლო ნათესავი მერაბ ოქრიაშვილი ემუქრება. მისი სახელი 2012 წელს „ქართული ოცნების“ წევრებზე ზეწოლის საქმეშიც ფიგურირებდა.

კახა ოქრიაშვილს კამერების წინ გამოჩენა არ სურს. დეპუტატს "კურიერი" ტელეფონით დაუკავშირდა. ოქრიაშვილმა უკვე ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს სისულელე უწოდა და დმანისის გამგებელს ურჩია, სისხლის სამართლის იმ საქმეს მიხედოს, რომელსაც პროკურატურა მასთან დაკავშირებით იძიებს. 

დღის ამბები