25 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
NASA-ს კოსმოსური აპარატი პლანეტა სატურნის ატმოსფეროში ნაწილებად დაიშალა

NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა „კასინიმ" 20-წლიანი მისია დაასრულა. აპარატი პლანეტა სატურნის ატმოსფეროში შევიდა და ნაწილებად დაიშალა. დედამიწაზე მან ბოლო სიგნალი გამოაგზავნა და მისიაც ამით დაასრულა.

კოსმოსური ზონდი, რომლის შექმნაზეც მეცნიერები 40 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, სატურნზე 1997 წელს გაუშვეს.

დანიშნულების ადგილზე „კასინი" 2004 წელს ჩავიდა და მას შემდეგ დედამიწაზე ასობით უნიკალური ფოტო გამოაგზავნა, მათ შორის სატურნის რგოლების და თანამგზავრების ამსახველი სურათებიც.

NASA-ში „კასინის“ ბოლო მარშრუტს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს. მეცნიერებმა ზონდის უკანასკნელ მიახლოებას სატურნთან სიმბოლურად "გამოსამშვიდობებელი კოცნა" დაარქვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები