19 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
ხახაბოს ტყეში დაკვამლიანება გაიზარდა - ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

თუშეთში, ხახაბოს ტყეში მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.

კლიმატური პირობების გამო, დაკვამლიანება გაიზარდა და ხანძრის კერები ისევ აალდა. ამ დრომდე ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა, ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები