16 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
მმართველ გუნდში დეპუტატებისთვის იმუნიტეტის საჭიროებაზე განსხვავებული მოსაზრებებია

მმართველი პარტიის წევრები თანაგუნდელის, ლევან კობერიძის განცხადებებს ეხმაურებიან. კობერიძე კონსტიტუციით გარანტირებული იმუნიტეტის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ პარტიაში ამ მიმართულებით მსჯელობა დაწყებულია.

ამ ინფორმაციას უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატები, რომლებიც ლევან კობერიძის პოზიციას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ დაცვის გარანტიები კანონმდებლებისთვის აუცილებელია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ამბობს, რომ იმუნიტეტის მთავარი იდეა არის ის, რომ პოლიტიკური ნიშნით არ განხორცილდეს რომელიმე პოლიტიკოსის დევნა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებით ფორმალური ჩანაწერია გაკეთებული.

„იმუნიტეტის თვალსაზრისით ძალიან ფორმალური ჩანაწერია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დანაშაულზე არ ხდება წასწრება, სხვა შემთხვევაში, დაკავებას ან ჩხრეკას სჭირდება პარლამენტის თანხმობა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

დღის ამბები