25 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
კვირიკაშვილი თუ ჯანელიძე - მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატზე მსჯელობას იწყებს

მომავალ შემოდგომაზე საქართველოს მოსახლეობა, სავარაუდოდ, პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. მმართველი პარტიიდან ინფორმირებული წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მსჯელობა ლიდერებმა „ქართლი ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატზე უკვე დაიწყეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, საუბარი ორ კანდიდატზე, ქვეყნის პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეზე მიმდინარეობს. მმართველ გუნდში კონსულტაციების დაწყებას ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ თვლიან, რომ ორივე კანდიდატურა მისაღებია.

ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის ფუნქცია ძირითადად საგარეო პოლიტიკის წარმოება იქნება. ამიტომ, „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ ჯანელიძე წარმატებული პრეზიდენტი იქნებოდა. უმრავლესობის წევრების ნაწილი კი, 36 წლის მიხეილ ჯანელიძის პრეზიდენტობას გამორიცხავს.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, ლოგიკური იქნება თუ „ქართლი ოცნება“ არჩევანს ისეთ კანდიდატზე გააკეთებს, რომელიც საგარეო ურთიერთობების მიმართულებით უკვე მუშაობს და უცხოელი პარტნიორებიც კარგად იცნობენ.

2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ქვეყნის პირველ პირს 300 ხმოსანი აირჩევს. 

დღის ამბები