26 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
თუმანიშვილის თეატრი შესყიდვებისას უხეშად არღვევდა კანონს - კულტურის სამინისტროს აუდიტის დასკვნა

კულტურის სამინისტროს აუდიტის დასკვნა, რომელიც თუმანიშვილის თეატრიდან ქეთი დოლიძის გაშვების მიზეზი გახდა, "კურიერმა" სამინისტროდან გამოითხოვა. დოკუმენტში წერია, რომ თუმანიშვილის თეატრი შესყიდვების დროს უხეშად არღვევდა კანონს და ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.

დარღვევების ჩამონათვალს შორის ერთ-ერთი ეხება სავარაუდოდ, ქეთი დოლიძის მიერ ორგანიზებულ ფესტივალს "საჩუქარი. მსახიობი ასმათ ტყაბლაძე დღემდე მიიჩნევს, რომ ფესტივალი უკვე წლებია ფინანსური დარღვევებით ჩატარდა.

აუდიტის 21 პუნქტიან დასკვნაში საუბარია, რომ თუმანიშვილის თეატრმა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის დროს უნდა დაასაბუთოს, ვის და რა მიზნით ურიცხავს თანხას. თავად ქეთი დოლიძეს დეტალურად მისი მმართველობის პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბარი არ სურს, მან დღეს

თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება. ქეთი დოლიძემ "კურიერს" ინტერვიუზე უარი უთხრა. მას შემდეგ, რაც საკუთარი კაბინეტი დაცალა და 40 წლის განმავლობაში შეგროვებული ნივთები ფანჯრიდან გაიტანა, დოლიძე თეატრშიც აღარ გამოჩენილა.

თეატრალური გაყრა ქეთი დოლიძის მიერ არა ერთი არგუმენტის მოშველიების მიუხედავად, მაინც შედგა.

 

 

დღის ამბები