23 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
სააკაშვილის არც დაკავება და არც გაძევება არ მოხდება - უკრაინის გენერალური პროკურორი

მიხეილ სააკაშვილის არც დაკავება და არც გაძევება არ მოხდება შეგინის გამშვებ პუნქტთან მომხდარი ინციდენტის გამო - ეს განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ერთ-ერთ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. 

მისივე განმარტებით, „ახალი ძალების მოძრაობის“ მოძრაობის თავმჯდომარის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირება შეუძლებელია მანამდე, ვიდრე მას აქვს უკრაინაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის უფლების დამადასტურებელი საბუთი და სხვა დოკუმენტები, რომელიც მან წარადგინა. 

ლუცენკომ ასევე აღნიშნა, რომ მათ, ვინც დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთისას, პრობლემები ექნებათ სამართალთან, თუმცა მათი დაკავება არ მოხდება. თუმცა, მათ ვინც ხელი ასწია უკრაინელ მესაზღვრეებზე, ლუცენკოს თქმით, ისინი უნდა დააკაონ.  

დღის ამბები