20 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
„არის პოლიტიკური დევნა"- ხატია ბუნიათიშვილი

„არის პოლიტიკური დევნა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი, რომ არ შევავიწროვოთ ხალხი იმის გამო, რომ მათ სხვა პოლიტიკური მიმართულება ჰქონდათ. პოლიტიკური დევნა რომ არ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“-ამის შესახებ პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა "შაბათის კურიერთან" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა.

პიანისტმა ინსტიტუციების განვითარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„იმედი მაქვს, რომ ინსტიტუციები ისე განვითარდება, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ მთავრობებზე არ იქნება დამოკიდებული, რომ ინსტიტუციები დამოუკიდებლად იფუნქციონირებენ და ჩვენ შევძლებთ, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და რომ არ იყოს პოლიტიზირებული ამდენად, რომ არ იყოს რეპრესია და რევანში. აქამდე ვერ მივედით, რომ რევანშის საკითხი დღის რეჟიმში არ იყოს,"- აღნიშნა ხატია ბუნიათიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები