20 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში - მაღაზიაზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში - სამართალდამცველები ორი საათია ტაშკეტის ქუჩაზე არიან მობილიზებული. საბურთალოზე მაღაზიაში თავდამსხმელი შეიჭრა და რამდენჯერმე ისროლა. დაშავდა ერთი მოლარე, რომელსაც თავდამსხმელმა იარაღი თავში ჩაარტყა. მან გაქცევა და მიმალვა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული თანხა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს მაღაზიის მოლარეების მიმართულებით არ უსვრია, ის უმისამართოდ ისროდა. მათი თქმით, მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ, მას რამდენიმე მამაკაცი გაეკიდა უკან, თუმცა, მიმალვა მაინც მოახერხა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დადგენილია თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა, ამ დრომდე არ არის დაკავებული.

დღის ამბები