24 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
"თუ გუგავა არ მოვა, მოვა კალაძის გაძვირებული ტარიფების ქვითრები, მოვა გაჭირვება..."- გიორგი გუგავა

"შუშის სასახლე არის ბოროტების სასახლე, ის არის დახლი, სადაც იყიდება ჩვენი ქალაქი, ქვეყანა,"- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა. მან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახა კალაძე ოლიგარქია.

"გვყავს მმართველი, მდიდარი ელიტა, ხოლო დანარჩენი საზოგადობა სიღატაკეშია, უნდა დავიწყოთ ამის მსხვრევა. კახი კალაძე ოლიგარქია, მთავარი მაფიოზა, შუშის სასახლე არის ბოროტების სასახლე, ის არის დახლი, სადაც იყიდება ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების მომავალი. კალაძე რამდენიმე ასეული მილიონის მეპატრონეა, ლეგენდები რომ არსებობს, ფეხბურთით მოიპოვა, არ მოუპოვებია,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

"თუ გუგავა არ მოვა, რა მოვა იცით? მოვა კალაძის გაძვირებული ტარიფების ქვითრები, სითი პარკის საჯარიმო ქვითარი, მოვა გაჭირვება, ახალი კორპუსები, მონსტრები, რომელიც სასიცოცხლო სივრცეს წაგართმევთ,"- განაცხადა გიორგი გუგავამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები