25 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
ბათუმში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - პიროვნების გარდაცვალების მიზეზი და ვინაობა უცნობია

ბათუმში, ინასარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გადმოვარდნილი მამაკაცი იპოვეს. სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით გამოძახება გუშინ ღამის პირველის ნახევარზე დაფიქსირდა, ადგილზე მისულ მედპრსონალს კი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს და უცნობია რა ვითარებაში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. კორპუსის მაცხოვრებელის ინფორმაციით მამაკაცი მათი მეზობელი არ არის და ინციდენტის შესახებ არაფერი იციან.

დღის ამბები