19 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
ანტი-რასისტი რეპერის მკვლელობის მეოთხე წლისთავი - აქცია ათენის ცენტრში

ათენის ცენტრი ისევ არეულობამ მოიცვა. ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა, რომელიც ანტი-რასისტი რეპერის მკვლელობის მეოთხე წლისთავს მიეძღვნა.

მომიტინგეებმა ხელისუფლებისგან ამ საქმეზე დაკავებული ულტრანაციონალისტური პარტიის წევრების გასამართლება მოითხოვეს. დემონსტრაციას აქტივისტების ჯგუფი გამოეყო და პარტიის ოფისს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე ადამიანი დააკავა.

დღის ამბები