25 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
ლონდონის მოდის კვირეულზე მისულ სტუმრებს აქტივისტები სტვენით შეხვდნენ

ლონდონის მოდის კვირეული საპროტესტო აქციის ფონზე იმართება. შენობასთან სადაც Burberry-ის მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, ცხოველთა უფლებების დამცველები შეიკრიბნენ და სამოსში ნატურალური ბეწვისა და ტყავის გამოყენება გააპროტესტეს.

აქტივისტები დეფილეზე მისულ სტუმრებს, რომელთა შორის კეიტ მოსი და სხვა ცნობილი მოდელები იყვნენ, სტვენით და შეძახილებით დახვდნენ. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ბარბერის ჩვენების ჩაშლის მიზნით გზაც გადაკეტეს.

დღის ამბები