25 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
გიორგი ვაშაძე სანზონაში ყოფილი მე-15 სკოლის შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა

პოლიტიკური ერთობა "ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე სანზონაში, ყოფილი მე-15 სკოლის შენობაში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა.

50-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მთავარი პრობლემა ანტისანიტარია და შენობის მდგომარეობაა. ვირთხებსა და ქვეწარმავლებთან ბრძოლა აქ ყოველდღე უწევთ. პრობლემაა ელექტრო მომარაგებაც, შენობაში დენის მხოლოდ ერთი ხაზია შეყვანილი.

ყოფილი მე-15 სკოლა ეკონომიკის სამინისტოროს ბალანსზე ირიცხება.

დღის ამბები