16 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები  ჯიხაშკარის და რუხის მოსახლეობას შეხვდნენ

სამეგრელოში, ჯიხაშკარის და რუხის მოსახლეობა საკუთარ პრობლემებზე ესაუბრა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს. მათთვის მთავარი პრობლემა აზიური ფაროსანაა, რომელმაც მთელი წლის მოსავალი გაანადგურა და ადგილობრივებიც შემოსავლის და საკვების გარეშე დატოვა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც. მოსახლეობას კვლავაც აწუხებს სოფლამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა.

„ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ახალი და კომპეტენტური ხელისუფლება მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი," - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

დღის ამბები