19 აპრილი 2024,   02:35
ვრცლად
უარი ყველა უწყებიდან - უსახსრობის გამო წნორის ერთადერთი დღის ცენტრი შესაძლოა დაიხუროს

წნორის დღის ცენტრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დადიან, შესაძლოა დაიხუროს და 20-მდე ბენეფიციარი მის გარეშე დარჩეს. დაწესებულება სახსრების უკმარისობის გამო იხურება. დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები დადიან.

ორგანიზაციას საკუთარი შენობა არ აქვს. ხელმძღვანელი  ნუნუ გილაშვილი ამბობს, რომ თითო ბავშვზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 230 ლარი თვეში არ ჰყოფნის და სახლის ქირის თანხა აღარ რჩება. 

დღის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შენობაში სადაც ადრე იმყოფებოდნენ, იყიდება. ოჯახი ვის კუთვნილებაშიც შენობაა, სესხი აქვს აღებული. უკვე ადაპტირებული, პანდუსებით მოწყობილი სახლი დატოვეს და ახლა დროებით სხვა შენობაში არიან.

ნუნუ გილაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ყველა წევრს დახმარების მიზნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბინის პრობლემა ორგანიზაციამ თავად უნდა მოაგვაროს და ეს მათ არ ევალებათ.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები