24 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
ხახაბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს 

ხახაბოს ტყეში მეხანძრე - მაშველები ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის რამდენიმე მცირე კერაა დარჩენილი, რომლის დაქრობითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, ცეცხლის სრულად ლიკვიდირება სავარაუდოდ დღესვე მოხდება.

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამწვარი ფართობის დათვლა და ტყის მდგომარეობის შეფასება მოხდება.

„ამ დროისთვის გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის კერები და დაკვამლიანება საერთოდ აღარ შეინიშნება, მაგრამ პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები და მძიმე ტექნიკა. სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ მოხდება დამწვარი ფართობის დათვლა და ტყის მდგომარეობის შეფასება,“ - განაცხადა ლადო კახოიძემ.

სოფელ ხახაბოს ტყეში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას უკვე ორი კვირაა ცდილობენ.

დღის ამბები