მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის დაკითხვა დასრულდა. ის სამართალდამცავ უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა.
პოლიციაში უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს.
მას გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ჯგუფური არეულობის მოწყობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
„ბევრი სისულელე წერია, რომ მაგალითად, ჩვენ შევუთანხმდით ჟურნალისტების "ფრანსპრესის," "როიტერსის," BBC-ის ჟურნალისტებს, წინასწარი შეცნობით და განზრახვით, თომა ჩაგელიშვილი, მათ შორის, რომ უკანონოდ გადმოგვეყვანა უკრაინულ-პოლონურ საზღვარზე. თუმცა, ყველაფერი ხდებოდა უკრაინულ ტერიტორიაზე,“ - აცხადებს დავით საყვარელიძე.
დავით საყვარელიძე ამბობს, რომ ბრალდება, რომელიც მას აქვს წაყენებული, არის დაუმორჩილებლობის ბრალდება სისტემისა და რეჟიმის მიმართ.