20 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
"შესწავლილ უნდა იქნეს ეს საკითხი," - ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტს აფასებს

შუახევის სკოლაში მომხდარ ფაქტზე, სადაც სკოლაში გადაღებულ პირველკლასელთა ფოტოებზე მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ, განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე  დაუშვებლად მიიჩნევს ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და ამბობს, რომ ასეთი საკითხები დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი.

„სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მიუღებელი, მით უმეტეს ასეთი პირდაპირი ფორმით. შესწავლილ უნდა იქნეს ეს საკითხი და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები