19 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
„ქართული ოცნება“ ბოროტად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს -"ევროპული საქართველო" ზეწოლაზე საუბრობს

„ევროპულ საქართველოში“ ოპოზიციური პარტიის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ადიგენში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ამირან ჩიტაძეს კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ.

„ეს არის უკვე მერამდენე შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ ბოროტად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ცდილობს, რომ ზეგავლენა მოახდინოს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებზე... ასევე, მინდა, მოვუწოდო ყველა სტრუქტურას, რომ ეს შემთხვევა გაითვალისწინონ, შეისწავლონ და შესაბამისი ზომები იყოს მიღებული, იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული დანაშაული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტიაში ამბობენ, რომ დღევანდელი შემთხვევა არა არის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის კანდიდატებზე მუქარისა და შანტაჟის პირველი ფაქტი. გასულ კვირას, მათ ასეთივე მუქარის ფაქტი დააფიქსირეს ბაღდათშიც.

დღის ამბები