20 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაგეგმილ ვიზიტს, არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

„ეს არანორმალურია, ეს არის ხარვეზი ჩვენს კანონმდებლობაში,“ - ეს განცხადება ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას გააკეთა.

შავგულიძე საპარლამენტო ფრაქციის ვიზიტს აკრიტიკებს.

„ეს არანორმალურია, ეს არის ხარვეზი ჩვენს კანონმდებლობაში. არ არის უზრუნველყოფილი დაცვა ოკუპანტი ქვეყნის ზრახვებისგან და ოკუპანტ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა საქართველოში ნახოს შესაბამისი სუბიექტები,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს განგაშის საგანს უწოდებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვიზიტს ახორციელებს საპარლამენტო ოპოზიცია.

„ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას მართებს, რომ მან გააკეთოს ამაზე კომენტარი და მან მიიღოს ქმედითი ზომები. მან უნდა შეზღუდოს მსგავსი ინიციატივები კანონით,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები