20 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
ლვოვის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ლვოვის ოლქში დაიწყო. სასამრთლო 10 სექტემბერს შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებს.

საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. შენობასთან მას მოწინააღმდეგეები ტრანსპარანტებით დახვდნენ, ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მესაზღვრეების დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავს.

„ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვრეებისგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენ ჩვეულებრივ გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე და ჩემმა თანამებრძოლებმა დავარღვიეთ სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება, ეს რიტორიკული კითხვაა. პოლონელებს არაფერში ჭირდებათ ტყუილი, რომ ბანკოვას ქუჩაზე მოკალათებულებს უნდათ, რომ საპირისპირო ამტკიცონ. შევხედავთ რა იქნება. მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები