20 აპრილი 2024,   03:27
ვრცლად
აუდიტის სამსახურში „ქართული ოცნების“ შემომწირველები არ გამოცხადდნენ

აუდიტის სამსახურში „ქართული ოცნების“ შემომწირველები არ გამოცხადდნენ. პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა გამოკითხვა დღეს დაიწყო.

უწყებაში „ევროპული საქართველოს“ შემომწირველები, მარიამ როინიშვილი და გიორგი მაკასარაშვილი მივიდნენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ არანაირი შეუსაბამობა მათ შემოსავალსა და შემოწირულობას შორის არ არსებობს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ.

„საუბარია 5000 ლარზე, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში შევიტანე პარტიაში შემოწირულობის სახით 3 ნაწილად. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ზეწოლა როგორც ჩემი საარჩევნო კამპანიის მიმართ, აგრეთვე ჩვენი ამომრჩევლის, ჩვენი პარტიის მხარდამჭერების მიმართ და ვთვლი, რომ გამაჩნია აბსოლუტურად ლეგალური შემოსავალი, რომელსაც დავასაბუთებ, თუ ექნებათ რაიმე კითხვა,“ - განაცხადა გიორგი მაკასარაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შემომწირველს მან გამოკითხვის რამდენიმე დღით გადადება მოითხოვა.

დღის ამბები