11 დეკემბერი 2017,   04:16
ვრცლად
დაუსჯელი მძარცველი მოზარდები - ბოლო პერიოდში ქურდობის ყველაზე მეტი შემთხვევა მათი ჩადენილია

საქართველოს დიდ ქალაქებში მაღაზიების მძარცველი მოზარდები დაუსჯელები რჩებიან. „კურიერმა“სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე მოზარდები სავაჭრო ობიექტის ვიტრინას ამტვრევენ და ძარცვავენ, თუმცა ამის მიუხედავად ქართული კანონმდებლობა მათ წინააღმდეგ უძლურია.

არასრულწლოვნები სავაჭრო ობიექტებს ძარცვავენ რუსთავში და ქუთაისშიც. ირკვევა, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა შემთხვევაში ძარცვის განსხვავებულ მეთოდს მიმართავენ.

თითოეულ მათგანზე საშუალოდ 20 ობიექტი მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა გახსნილია და ყველა დამნაშავე მოზარდი იდენტიფიცირებული, სასამართლო პროცესის შემდეგ ისინი დანაშაულის ჩადენას არ ერიდებიან.

მოზარდებს პასუხისგებაში ვერ აძლევენ რადგან, ქვეყანაში მოქმედი არასრულწლოვანთა კოდექსი ამას ზღუდავს. არასრულწლოვნების მიერ გახშირებული ქურდობის ფაქტების გამო, „კურიერის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ლიბერალური კანონმდებლობის გადახედვა მოსთხოვა, თუმცა მმართველ გუნდში ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრების ინიციატივით, ძალოვანმა უწყებამ უახლოეს მომავალში შესაძლოა პარლამენტს ოფიციალურად მიმართოს. რადგან „კურიერის“ ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ქურდობის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ 14 წლამდე მოზარდების მიერ არის ჩადენილი.

დღის ამბები