19 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" მორიგი ვიზიტი რუსეთის დუმაში - უმრავლესობის შეფასებები და ოპოზიციის კრიტიკა

„პატრიოტთა ალიანსი“ ოკუპანტ რუსეთთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ამჯერად, რუსეთის სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოში შეხვედრების გასამართად მოსკოვს ადა მარშანია, გიორგი ლომია, ემზარ კვიციანი და მათთან ერთად მოლაპარაკებებისთვის პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ემზადება.

მოლაპარაკების მთავარი თემები უცვლელი იქნება, ალიანსი კვლავ ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვასა და ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატის შეცვლაზე გეგმავს კონსულტაციის გამართვას.

პატრიოტები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოლაპარაკებებს 2 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინის "ედინაია რასიასა" და კომუნისტური პარტიის წევრებთან გამართავენ. არ არის გამორიცხული შეხვედრას სათათბიროს დეპუტატებთან ერთად, ფედერაციის საბჭოს წევრებთანაც გაიმართოს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ გამოყენებით, „ქართული ოცნება“ ოკუპანტს ქვეყანასთან ფარულად თანამშრომლობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ მოსკოვში ეს ვიზიტი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პარლამენტის წევრი პირების მოსკოვში ვიზიტი და მოლაპარაკებებზე დასწრება საგანგაშოა, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურ მდივან თამარ კორძაიას განცხადებით და „ქართულმა ოცნებამ“ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შააგულიძე კი მიიჩნევს, რომ რუსული პოლიტიკისაგან მმართველმა გუნდმა ქვეყნის დაცვა უნდა მოახერხოს და ამისათვის ქვეყნის კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა ოკუპანტს ახალი შესაძლებლობები არ მიეცეს.

პატრიოტთა ალიანსი ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვში რიგით მეორე 5 დღიან ვიზიტის გამართავს. პარტიის წევრებმა უკვე დააანონსეს, რომ საპასუხო ვიზიტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მხრიდანაც გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები