18 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
საეჭვო შემომწირველები - აუდიტის სამსახურში დაბარებული 14 პირიდან "ქართული ოცნების" შემომწორველები არ გამოცხადდნენ

პირებს, რომელთა შემოსავალი და შემოწირულობის სახით პოლიტიკური პარტიისთვის გაღებული თანხა მაკონტროლებელ ორგანოში შეკითხვებს ბადებს, შემოსავლებისა და ფავორიტი პარტიისთვის გაღებული თანხის შესაბამისობის დამტკიცება მოუწევთ. პოლიტიკური პარტიების შემომწირველები აუდიტის სამსახურში დაიბარეს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავისი შემოწირულობის მიზნობრიობას ვერ განსაზღვრავენ, დაჯარიმდებიან.

ასეთი კი სულ 14 შემომწირველია, რომელთა შორის რვამ თანხა „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა. "ქართული ოცნების" შემომწირველი აუდიტის სამსახურში დაბარების მიუხედავად, დღეს არ გამოცხადებულა. არა და ყველაზე მეტი კითხვა აუდიტორებს სავარაუდოდ სწორედ მმართველი პარტიის დამფინანსებელთან აქვთ. ოცნების შემომწირველებმა ბიძინა ივანიშვილის გუნდს სოლიდური თანხა გადაურიცხეს, თუმცა ამ ტრანზაქციების ნაწილი ეჭვს იწვევს.

აუდიტის სამსახურში პარტია „ევროპული საქართველოს“ შემომწირველები, გიორგი მაკასარაშვილი და მარიამ რამინაშვილი იმყოფებოდნენ. პარტიის წევრმა, გიორგი მაკასარაშვილმა, უწყება ბოლომ დატოვა. მაკასარაშვილი პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები