20 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - სასწავლო წლის სკანდალური დასაწყისი სოფელ სხეფის სკოლაში

სოფელ სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინა დარჩიძისთვის გაუგებარია, რატომ გახდა განხილვის მიზეზი ის ფაქტი, რომ მან „ქართული ოცნების“ დროშებით ხელში, პირველკლასელ ბავშვებთან ერთად ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მასწავლებლის თქმით პირველი კლასის მოსწავლეებმა თავად მოინდომეს პარტიული დროშით ფოტოს გადაღება.

პედაგოგი აცხადებს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაციას არ ეწევა, თუმცა, მმართველი პარტიის მხარდამჭერ შეხვედრებს ესწრება და მათ შორის ერთ-ერთი ბათუმში ცოტა ხნის წინ გაიმართა, სადაც პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე წასვლა მასწავლებლებს სკოლის დირექტორმა დაავალა.

სკოლაში აცხადებენ, რომ პარტიული დროშებით ბავშვებმა სწავლის დაწყება აღნიშნეს, თუმცა ყურადღება არ მიუქცევიათ, თუ რომელი პარტიის დროშები იყო სკოლაში მობილიზებული.

განათლების სამინისტრომ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო და პედაგოგთან ერთად, სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, რადგან სკოლებმა, სწავლის დაწყებასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობის საკითხზე მკაცრი გაფრთხილება მიიღეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესები პოლიტიზირებულია და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

დღის ამბები