24 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
ახალციხეში ათობით ბავშვმა ერთი და იმავე სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართა

ახალციხეში ათობით მოზარდი, საბავშვო ბაღში ვერ გამოცხადდა. ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომები გულისრევა, მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე აღენიშნებათ. ბოლო ორი დღის განმავლობაში იმატა საავადმყოფოში მიმართვიანობამაც. კვლევის ჩასატარებლად ახალციხის რეფერალურმა ჰოსპიტალმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართა. ბაღებში არსებული ვითარების შესწავლა უკვე დაიწყო.

დღის ამბები