18 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ლონდონში - ცეცხლი ტოტენჰემის რაიონში საწყობების კომპლექსს გაუჩნდა

ძლიერი ხანძარი ლონდონში. ცეცხლი ტოტენჰემის რაიონში საწყობების კომპლექსს გაუჩნდა. 120-ზე მეტი მეხანძრე ცეცხლის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 1 ადამიანი. მიმდებარე ტერიტორიის ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველები მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობს. 

დღის ამბები