24 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
აუდიტში „ევროპული საქართველოს" შემომწირველი გამოკითხეს - "ქართული ოცნების" დამფინანსებლებს უწყება ვერ ჩაბარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „ევროპული საქართველოს" შემომწირველი ნინო ჩაჩუა გამოკითხეს. მან 9 აგვისტოს პარტიას 5 ათასი ლარი შესწირა და აუდიტორების შეკითხვებს ამ თანხასთან დაკავშირებით უპასუხა.

„ქართული ოცნების" სამ შემომწირველს გამოკითხვის მოთხოვნის შესახებ უწყება ვერ ჩაბარდა. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ისინი იურიდიულ მისამართზე არ ცხოვრობენ. მაკონტროლებელი ორგანო „ქართული ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებას სხვა მეთოდებით შეეცდება. მათი გამოკითხვა სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება.

შეკითხვები აუდიტის სამსახურს სულ 14 შემომწირველთან აქვს, რადგან მათ მიერ პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, დეკლარაციებში ასახულ ფინანსებს აღემატება.

მაკონტროლებელმა უწყებამ გუშინ უკვე გამოკითხა უმცირესობის 2 შემომწირველი, „ქართული ოცნების" დამფინანსებლები კი, აუდიტის სამსახურში არ მივიდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები