19 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია მიმდინარეობს

აქცია კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებილი.

აქციაზე იმყოფება „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის საქმეში, კახა კალაძეს საკუთარი ინტერესები ჰქონდა. მათი თქმით, კალაძეს თბილისის მერობის უფლება არ აქვს. აქციის მონაწილეები კახა კალაძისგან კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ.

მათივე განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

დღის ამბები