25 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
სროლა თემქაზე - დაჭრილია მამაკაცი [ფოტო შემთხვევის ადგილიდან]

სროლა იყო ცოტა ხნის წინ თემქაზე. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მამაკაცი.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები