19 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
გორში, გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია

გორში, გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უწყების ცნობით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.  

საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ რელიეფი საკმაოდ რთულია და საჭიროების შემთხვევაში მოხდება სამაშველო ჯგუფების დამატება. 

ამ დროისთვის უცნობია, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

დღის ამბები