რუსი ოკუპანტების საინჟინრო ტექნიკა დღეს დილით საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდა. კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, ხნულების გავლების შემდეგ, ოკუპანტებმა სავარაუდოდ, გზის გაფართოება დაიწყეს.
ინფორმაცია ანტი-საოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა გაავრცელეს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან უკვე 57 დღეა, უწყვეტ რეჟიმში პატრულირებენ.
მათივე ინფორმაციით, ტექნიკა ამ წუთებშიც შეუფერხებლად მუშაობს.