24 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
თავდასხმა თემქაზე - სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა

თავდასხმა თემქაზე - ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი დანა დაარტყეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლას თემქაზე წინ უძღოდა ურთიერთშეკალარაკება დაჭრილსა და სავარაუდო ბრალდებულს შორის. თუმცა, ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი მამაკაცი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მათ სავალუტო ჯიხურში თანხა დაახურდავეს, რა დროსაც მათთან რამდენიმე პირი მივიდა, რის შემდეგაც ურთიერთშელაპარაკება დაიწყო.

თანმხლები გოგონა სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს. 

ოჯახის წევრებისთვის უცნობია მომხდარის დეტალები. დაჭრილი მამაკაცის დედა ამბობს, რომ მან ინფორმაცია შემთხვევით გაიგო. 

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები