24 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
„ქართუ ბანკთან“ აქციაზე „ენმ“-ის საკრებულოს დეპუტატს მარინა დათუკიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ შენობასთან. ჩხუბი თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ბანკის თანამშრომლებს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი, დაპირისპირებაში საპატრულო პოლიციაც ჩაერთო.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარიკა დათუკიშვილს.

ოპოზიციის წევრები, რომლებიც ბანკის შენობასთან, აქციაზე იყვნენ შეკრებილი, პლაკატების გაკვრას ცდილობდნენ წარწერით - "თქვენ შრომობთ, ისინი იპარავენ", თუმცა ბანკის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ვითარება მალევე განიმუხტა. “ნაციონალური მოძრაობის“ აქცია „ქართუ ბანკთან“ უკვე დასრულებულია.

დღის ამბები