20 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
მორიგი სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

სოფელ ფონიჭალაში სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებენ.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ტარდება.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ და სახლის ტერიტორიაზე რჩებიან.

მეზობლები "რუსთავი 2"-თან ყვებიან, რომ სახლში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, წარმოშობით აზერბაიჯანელი მამაკაცი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ფონიჭალაში ნარკორეალიზებისთვის უკვე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები