25 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
ორთვიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა

ორთვიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა. უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრესკონფერენციის ჩატარება დედაქალაქის ცენტრში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაწყვიტა.

მთავარი მიზანი, რის გამოც, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან და მხარდამჭერებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა, განაცხადის დარეგისტრირება იყო.

ოპოზიციის ლიდერი პეტრო პოროშენკოსგან ყველა იმ საბუთის გადაცემას მოითხოვს, რის საფუძველზეც, პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულება გასცა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისმა იურისტებმა დაარეგისტრირეს. საპასუხო წერილისთვის ადმინისტრაციას 5-დღიანი ვადა აქვს.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ადმინისტრაციის შენობასთან უკრაინის პარლამენტის წევრებიც იმყოფებოდნენ.

კიევში მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ რამდენიმე საათით იმყოფებოდა. უკრაინის დედაქალაქიდან ის დღესვე გაემგზავრა რეგიონებში მოსახლეობასთან შესახვედრად.

17 ოქტომბერს კი კიევში დაბრუნებას სწორედ მათთან ერთად აპირებს. 

დღის ამბები