24 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
"ენმ"-ის აქცია "ქართუ ბანკთან" - დაპირისპირება და ბრალდებები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკთან,“ დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ბანკთან სამართალდამცველები „ენმ“-ის მიერ დაანონსებულ დროზე ადრე შეიკრიბნენ. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ ივანიშვილის გარემოცვის ფოტოები ბანკის შენობის ფასადზე გააკრა. აქციის მონაწილეებმა „ბანკი ქართუს“ შემოსავლების გასაჯაროვება მოითხოვეს, რადგან ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელიც ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ისმოდა, არალეგალური შემოსავლები და ფულის გათეთრება იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება აქციის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე გამოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა დეპუტატ დათუკიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო რეაგირება მისგან მოითხოვეს.

მედიაში ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი "ბანკი ქართუ" ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმება და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ოპოზიცია კი მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციებს ივანიშვილის ბანკის შენობასთან მომავალშიც აპირებს. მანამდე კი ყველა იმ დოკუმენტის გაასაჯროვებს, რომელიც მათივე თქმით, ბანკის უკანონო შემოსავლებს უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები