25 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია გაეროს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას განაგრძობს

საქართველოს დელეგაცია გაეროს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას განაგრძობს. პრემიერი კვირიკაშვილი, საქართველოს სახელით, ღია მმართველობის ორგანიზაციის თავმჯდომარის სტატუსის მისაღებად ემზადება.

პრეზიდენტ ტრამპის გაეროში გამოსვლას საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა, რომელიც გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. ცოტა ხანში პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობის და უსაფრთხოების და საკითხებში, ფედერიკა მოგერინის.

ნიუ იორკის დროით 5 საათზე კი იმართება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მაღალი დონის შეხვედრა და საქართველო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ 2011 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობის და მოქალაქეებისთვის ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან იღებს და ორგანიზაციას 1 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით ხუთშაბათს საღამოს გამოვა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იქნება.

დღის ამბები