19 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ერთი პირი

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ბათუმის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველების ალყაში იყო მოქცეული ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე წუთში სპეცრაზმელები დაკაავებულთან ერთად, ტერიტორიას დატოვებენ.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის დროს ბრალდებულის შვილიც დააკავეს, შსს-ში არ დაადასტურეს.

გამოძიება ნარკორეალიზაციის კვალიფიკაციით მიმდინარეობს და დაკავებულს 6-და 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები