25 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა - ალეკო ელისაშვილს ინტერვიუს ჩაწერის საშუალება არ მისცეს

წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა - ასე აფასებს თბილის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს წერეთლის 59 ნომერში მომხდარ ინციდენტს. ალეკო ელისაშვილის თქმით, ის ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის ინტერვიუს მისაცემად მივიდა, თუმცა ამის საშუალება მათ დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილემ და "ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენლებმა არ მისცეს. დამოუკიდებელი კანდიდატი აღნიშნავს, რომ ეს წინა საარჩევნო პერიოდში შეხვედრის ჩაშლის მეორე მცდელობა იყო.

„ყველა მხრიდან ხან "ქართული ოცნების" აქტივისტი მორბოდა, ხან შტაბის უფროსი მორბოდა, ალყაში მოგაქციეს, არადა ძალიან უწყინარი საქმისთვის. ერთი მცირე კომენტარისთვის და ინტერვიუსთვის ვიყავით მოსული,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ ამით მას ვერ შეაშინებენ.

„რაც უნდა ის გააკეთონ, მაგრამ თუ ჰგონიათ, რომ ამით შემაშინებენ, ხელს ამაღებინებენ რამეზე, ძალიან ცდებიან,“ - ამბობს ელისაშვილი.

დღის ამბები