24 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ელენე ხოშტარიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. სიტყვით გამოსვლისას ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ პროგრამა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავს და სოციალური და დასაქმების, ეკოლოგიის, გზებისა და ავარიული ნაგებობების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. პრეზენტაციას პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„უსამართლო, კორუფციული 200 მილიონი მოიჭრება და წავა სწორედ პენსიონერებზე, რომლებსაც ჩვენ დავუმატებთ 50 ლარს და სოციალურად დაუცველებზე, რომლებსაც დავუმატებთ 70 ლარს,“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა სამუშაო ადგილების შექმნა.

„ჩვენ ქალაქში, 4 წლის განმავლობაში შევქმნით, 35 ათას სამუშაო ადგილს,“ - ამბობს ხოშტარია. აქვე ელენე ხოშტარიამ შეკრებილ ადამიანებს უამბო იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას.

დღის ამბები