19 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
"არჩევნებისთვის დავიწყეთ მზადება არა უბრალოდ ლოზუნგებით" - "ქართული ოცნების" მეორების კანდიდატი ბათუმში

„არჩევნებისთვის დავიწყეთ მზადება არა უბრალოდ ლოზუნგებით, არა უბრალოდ ხმამაღალი განცხადებებით, არამედ ძალიან კონკრეტული პროგრამით,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ლაშა კომახიძემ, გადაცემა „არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მან განმარტა, რომ პროგრამა გათვლილია ბათუმში, სხვადასხვა სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებაზე.

„ეს არ არის მხოლოდ ჩამოყოლილი რაღაც ნაკრები ლოზუნგების, არამედ თითოეული ამის უკან დგას პირადად ჩემ მიერ, ჩემი გუნდის მიერ შექმნილი პროექტები, გაკეთებული საქმეები, რაც გვაძლევს აბსოლუტურ რწმუნებას იმაში, რომ ეს არის მუშა პროექტები,“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

დღის ამბები